ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის
გაცნობა.
მასწავლებელი :
თიკო კაპანაძე
კალსი: მე-10
თარიღი: 18.11.2014 წ
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა და კიდევ უფრო მეტი დაინტერესება ფრანგული ენით. დავესწარით ფრანგულ კინოჩვენებას, ვნახეთ დოკუმენტური ფილმი პარიზის ისტორიის შესახებ. მოსწავლეებმა სიამოვნებით შეასრულეს სახალისო დავალებები და ფრანგულენოვანი გამოცანები.
კლასი დავყავი ჯგუფებად მატი ინტერესების მიხედვით.
1 ჯგუფი- ინტერესის სფერო: ხელოვნება
2 ჯგუფი- მუსიკა
3 ჯგუფი- მხატვრობა
4 ჯგუფი- ისტორია
ბიბლიოთეკარმა თითოეულ ჯგუფს წარუდგინა მათი ინტერესების შესაბამისი ლიტერატურა , დოკუმენტაცია, დისკები.
მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო წიგნები და ჟურნალები წაიღეს სახლში 1 თვის ვადით.
ევალებათ გააკეთონ პრეზენთაცია.
საღამოს მივირთვით ფრანგული კრუასანი და ფორთოხლის წვენი
მოსწავლეები გაეცნენ მედიათეკაში წარმოდგენილ 19 000 დოკუმენტს, რომელიც თანამედროვე საფრანგეთის ცხოვრების
ყველა სფეროს ასახავს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს
დაურიგდათ მედიათეკის პერსონალური ბარათები სრულიად უფასოდ, რის საშუალებითაც ისინი შეძლებენ დოკუმენტების
შინ გატანას და რაც გაუადვილებთ
ფრანგული ენის შესწავლას.
მედიათეკის
ბარათის მფლობელს შეუძლია მედიათეკიდან ერთდროულად გაიტანოს 18
დოკუმენტ ი :
- 5 წიგნი
ერთი თვით
- 2 თამაში
ერთი თვით
- 3
პერიოდული გამოცემა ორი კვირით
- 3
მუსიკალური დისკი ერთი კვირით
- 3 DVD ერთი
კვირით
- 2
სიდირომი ერთი კვირით
მედიათეკა მკითხველს სთავაზობს რეგულარულად განახლებულ ინფორმაციას
ყველა სფეროში და ასევე ყველა სახის დოკუმენტს : წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, კომპაქტურ
დისკებს, DVD-ს, სიდირომებს, თემატური გამოფენების აფიშებს. მედიათეკაში დოკუმენტების
ძირითადი ნაწილი დაცულია ფრანგულ ენაზე, ასევე წარმოდგენილია ფრანგული ენიდან თარგმნილი
ლიტერატურა ქართულ და რუსულ ენებზე.
ჩემი მოსწავლეები გაეცნენ აქ წარმოდგენილ კატალოგს და
ცენტრის რეგლამენტს.
მიიღეს მონაწილეობა სახალისო თამაშებში და ანიმაციებში.






No comments:
Post a Comment